საგანგებო მდგომარეობა ტაილანდში – ბანგკოკში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან

  ტაილანდში, სადაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან. საქართველოს მოქალაქე დედა-შვილი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებიც არიან, თბილისიდან ბანგკოკში რამდენიმე დღის წინ ტურისტული კომპანიიდან გაემგზავრნენ. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. საინფორმაციო სააგენტო “კვირა” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე დედა-შვილს საკონსულოსთვის ამ დრომდე დახმარებისთვის არ მიუმართავთ. ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივი ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები ქვეყანაში მასობრივ აქციებს მართავენ და პრემიერისა და მთავრობის უპირობო გადადგომას მოითხოვენ. საგანგებო რეჟიმი ტაილანდში 60 დღის განმავლობაში დედაქალაქ ბანგკოკსა და მის პროვინციებში იმოქმედებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული რეჟიმი უსაფრთხოების გამო გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები