„ვეფხისტყაოსნით“ დავიწყებული ომი – „…სულ მომინდება, ვიყო ღატაკ, ნიჭიერ და უძველეს თეატრში“…

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია. მამა დავითი კეთილი, სიყვარულითა და ღიმილით სავსე. უძველესი ტაძარი თანამედროვე ხელოვნების სკოლა, მოკრძალებული გარემო
საპატრიარქო სახლი. ლამაზი დარბაზი: ,,ჰე, ღმერთო, ერთო, შენ შექმენ…” ისმის შოთა რუსთაველის სტრიქონები. დარბაზი სავსეა... გარინდებაინტერესი და მოულოდნელობა.14908317_1298151480241030_1876593454191836676_n
ჟღერს უკვდავი ტექსტი. მსახიობები კი სავსე დარბაზს ემოციით მუხტავენ – და სევდამორეული მაყურებელი ივიწყებს ომს, რომელიც სახლის კარზე მისდგომია. ივიწყებს
და გადაინაცვლებს 850 წლით ადრეეს მოხდა დღეს, სოფელ ნიქოზში – ასეთი პატარ-პატარა დღიურები ყოველდღე, ყოველი სპექტაკლის წინ ჩნდება მის ფეისბუქზე.
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნით“ დიდ ტურნეში მონაწილეობს საქართველოს მასშტაბით. სპექტაკლი თავად დადგა, იმ დიდი სიყვარულით, რასაც ეს პოემა და მისი ავტორი იმსახურებს…
ვეფხისტყაოსანი სახალხო წიგნია, ის უნდა დავდგათ, გადავიღოთ ფილმებად, უნდა გადავიტანო ვიზუალურ კულტურა, ყველგან, – პერსონის სტუმარია ცხინვალის დევნილი თეატრის რეჟისორი, ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი.

– თქვენ მსახიობი და რეჟისორი ხართ. სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– მე მგონია, ხელოვნების მსახურები არ იღებენ გადაწყვეტილებას, გახდნენ თუ არა მსახიობები, რეჟისორები, არა, უბრალოდ სხვაგან და სხვანაირად არ შეგვიძლია. იცი, თამარ, სულ ვფიქრობ ქუჩებში მიმავალ და მომავალ ხალხზე, თუ თეატრში არ მიდიან, ნეტავ, სად მიდიან უფრო საინტერესო ადგილას… ან როგორ ცხოვრობენ უთეატროდ-მეთქი. ასე რომ,  არ მახსოვს, მსახიობობა როდის გადავწყვიტე…
დედა და მამა არასოდეს მზღუდავდნენ და არც ჩემი სამსახიობო მიდრეკილებები გამორჩენიათ. ხელს მოწყობდნენ კიდეც. სხვა საკითხია ბიძა – დედის ძმა ბატონი ივანე ხელაძე ცხინვალის თეატრის მსახიობი, ვინც პირდაპირ სიმართლეს მეუბნებოდა… შენ კარგად სწავლობ, ჭკვიანი, გონიერი ხარ, მაგრამ არ ხარ მაღალი და ლამაზი… ხმის მონაცემი არ გაგაჩნია, აბა, რა გინდა თეატრშიო? მე კი მინდოდა, მინდა და სულ მომინდება, ვიყო ღატაკ, ნიჭიერ და უძველეს თეატრში.1795389_254469644752198_6114266090184158777_o
1980 წლიდან ცხინვალის თეატრში მოღვაწეობთ. ცხინვალი თქვენს ცხოვრებაში
–  ცხინვალი ჩემი დედულეთია… იქ დავიბადე, გავიზარდე ჩვენს დიდ ოჯახში, დიდ სახლში, დიდ და ფართო ქუჩაზე, გმირების 22 ნომერში. ჩემი ოსი პაპისა და ქართველი ბებოს მრავალშვილიან, სიყვარულით სავსე სახლში. ბიძები ბიძაშვილები, დეიდები, დეიდაშვილები… ბიცოლები – ყველა იქ, ქეთო ბებოსთან ვიყავით… ის ქუჩა ახლაც მესიზმება … უკან, ეზოებში, პატარა ბაღები, ხეხილი და ყვავილები, ბევრი ალუბალი გვქონდა და, შესაბამისად, ბევრი ალუბლის მურაბა – იმერულ წესზე მომზადებული… ნელ ცეცხლზე ბებოს რეცეპტით მთელ- მთელი ალუბლებით  გაკეთებული ჭანჭურის ჯემი ნიგვზით… რა სიხარული იყო, ვისაც ნიგოზი შეხვდებოდა… ბავშვებით სავსე ჩვენი სამეზობლო,  ჩეხოევები, თედეევები, გასიევები, გიგოლაევები, საძაგლიშვილები.
და ჩემი გულიკო ბიცოლას გამზადებული ფუნთუშა ღვეზელებით სავსე დიდი ქვაბი, ზედ წასეული ჩვენი მეზობელი ბავშვები… და საღამოს კონცერტები… აი ესაა ჩემი ბავშვობის ცხინვალი.
იმ საშინელმა ომმა თქვენ თავზე გადაიარაროგორი იყო ვიდობიანი ცხინვალი და რას ფიქრობთ ამ გადასახედიდან?535495_428276443914549_924724862_n
– ომი… ამ გადასახედიდან ომს უნდა დასცინო და გაიმარჯვო მასზე. დარწმუნებული ვარ ახლაც და მაშინაც დარწმუნებული ვიყავი, საქართველოს შეეძლო, აეცილებინა ეს ომები თავიდან. ერთი ოსი ქალბატონი მეუბნებოდა ამას, – ბრძენი ქართველი ხალხი არ უნდა აჰყვეს ამ პროვაკაციებსო… ვეკამათებოდი, როგორ, როგორ-მეთქი? როგორმეო… ამდენი რესურსია – თანაცხოვრების, პოლიტიკური ნების, გონიერების, მოთმინების, გაერთიანების… ჩვენ სხვათა ნების წარმართვაში აღმოვჩნდით და სიმართლე ვეღარ აღგვიდგენია. ახალი ომი… და ყოველი ომის შემდეგ, ისევ და ისევ, ურთიერთობების აღდგენაზე ფიქრი… დააკვირდით, საიდან დაიწყო და რა მოცემულობაში ვართ დღეს. ამაზე სხვა დროს და სხვა სიტუაციაში ვისაუბროთ..
ომმა ჩვენი დიდი და ძლიერი ოჯახი გაანადგურა, შეიწირა ჩემი ნათესავების სიცოცხლე და ოჯახები. ეს საშინელებაა.
რა შეიცვალა ომების მერე ჩემში? მძულს ომი და მინდა დავცინო მას! მე კი ყველაფერს ომის თვალით ვხედავ და მიყვარს სიკეთე, სიყვარული და სიცოცხლე.
16 წლიდან სცენაზე ხართ...
– სკოლის შეცვლა ორჯერ მომიწია და ბოლოს, ჩემი მეოთხე სკოლა.. ბატონი რომეო ბაქრაძე არაჩვეულებროვი დირექტორი… პედაგოგები, მეგობრები… და ლექსები… დაუსრულებელი პოეზიის სიყვარული… თეატრში სირბილი ყოველ დღე… მერე ჯემალ გოჩაშვილის მოწვევა სკოლაში სპექტალის დასადგმელად. საბავშვო წარმოდგენა. სხვათა შორის, იმ ჯგუფიდან სამი ადამიანი ცხინვალის თეატრს ვემსახურებით – დირექტორი ზაზა თედიაშვილი, მსახიობი დალი დოიჯაშვილი და რეჟისორი – მე. ასე რომ, იმ წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. მაშინ ინსტიტუტი იყო. ჯგუფი ცხინვალის თეატრისათვის მომზადდა და სიხარულით დავბრუნდი,  სხვა თეატრი არც მიძებნია.270870_456111264467087_1636310600_n
 ამჟამად ცხინვალის თეატრი დევნილია. ცხინვალის თეატრის რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი სხვადასხვა თეატრში დგამს სპექტაკლებსრა შეიცვალა თქვენში ომის მერე?
ცხინვალის თეტრი ჩემი სახლია, ჩემი მშობლიური სახლი ყველა ტკივილითა და სიხარულით. დიახ, ახლა არ ვდგამ… ასეთი პერიოდია, ბატონი გოჩა კაპანაძე დგამს… წარმატებული სეზონები აქვს ჩემს თეატრს. ახალგაზრდა თაობა მოვიდა,  საინტრესო ახალგაზრდები არიან. პრობლემა სცენის უქონლობააა… საშინელებააა პატარა სივრცეში დადგა და მერე ორ-სამ დღეში დიდ სივრცეს მოარგო სპექტაკლი. თეატრს ბევრი პრობლემა ჰქონია და აქვს. ფინანსები ვერ წვდება სეზონში ყველა დადგმას. 3 წელია ვანო მაჩაბელზე მინდა სპექტაკლის დადგმა, მაგრამ თეატრი ვერ ახერხებს ფინანსურად  და სხვა მიზეზთა გამო… იმედია, წელს ეს მოხერხდება.
ვანო მაჩაბელთან ვალშია მთელი საქართველო და ჩვენ, განსაკუთრებით.
დიახ, ვდგამ ყველგან, სადაც მივწვდები… უნივერსიტეტებსა და სტუდიებში, თეატრებსა და სკოლებში.
მგონია, რომ ქართული თეატრი ყველაზე დიდ საქმეს მაშინ აკეთებს, როდესაც ეროვნულ ლიტერატურას დგამს, ანუ მეორე სასცენო სიცოცხლეს სძენს ნაწარმოებს. ასე იყო ნ. დუმბაძის დროს, გიგა ლორთქიფანიძემ მიანიჭა ახალი სიცოცხლე, თემურ ჩხეიძემ – მ. ჯავახიშვილს,  გ. ქავთარაძემ – გამსახურდიას და ასე.
ქართული თეატრი ლიტერატურას აცოცხლებს. ასე დადგა გოდერძი ჩოხელის დრო სცენაზე. რუსთავის თეატრში – „ადამიანთა სევდა“ დავდგი და ჩემი საოცნებო და საყვარელი ავტორი გოდერძი ჩოხელი. სცენაზე აჟღერდა მისი კაცთმოყვარე სული… დიდი ოვაციების გამომწვევია სცენურ სივრცეში.
 თეატრალურ სტუდიაარტპლაზასხელმძღვანელობთ...14991140_1298158206907024_5419131754458366233_o
– რაც შეეხება სტუდია „არტ-პლაზას“, ჩემთვის დიდად მნიშვნელოვანია საბავშვო სტუდიები, განსაკუთრებით თეატრალური კარგი სტუდიები… ხაზს ვუსვამ,  „არტ-პლაზა“ კარგი სტუდიაა. შრომისმოყვარეობასთან ერთად საკუთარი თავის ფლობასა და მართვას სწავლობენ. ბევრი სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში… არის განსაკუთრებული სპექტაკლები: „სტუმარ- მასპინძელი“, „საშობაო სიზმარი“ დიკენსის მიხედვით… ნიკო გომელაური, „ცისფერყანწელები“…
 „ცისფერყანწელები“ ახსენეთ… თანამშრომლობთ ფონდთანცისფერყანწელთა ხსოვნისათვის“. დადგით სპექტაკლები ტიციან ტაბიძეზე, კოლაუ ნადირაძეზერა იგეგმება სამომავლოდ?
– ნიკოლო მიწიშვილს გვიმზადებს ჩვენი მეგობარი ნინო ჩხიკვიშვილი და დავდგამთ, მერე ყველას ერთ დიდ სპექტაკლად შევკრავთ და წარვუდგენთ საზოგადოებას. ისე რომ, საბავშვო სტუდია ჩემთვის საყვარელი სივრცეაა.
„ცისფერყანწელთა“ ხსოვნის ფონდი“ კი სტუდიის მეგობარია.  ჩვენ – ყველა ფონდის წევრები ვართ.
ახლახან რუსთაველის საიუბილეოდ მნიშველოვანი პროექტი განახორციელეთ: „ვეფხისტყაოსანისცენაზეალბათ ძალიან ძნელი იყო ურთულესი ენის ამეტყველება...
– დიდი ხანია ვმუშაობ საქართველოს კინოსა და თეატრის სახემწიფო თეატრალურ უნივრსიტეტში გოგი თოდაძესთან და ქალბატონ ნატო ჩიტაიასთან ერთად. მეტყველების კულტურის სწავლების მეთოდოლოგია მეოთხე კურსელებისათვის ითვალისწინებს „ვეფხისტყაოსნის“ სწორი წარმოთქმის სწავლებას… გრძელი ექვსზე მეტმარცვლიანი ფრაზების ბოლომდე გატანას … მას ქალბატონი ნატო ასწავლის … ხოლო უკვე მომზადებულ მასალას მე ვდგამ და სპექტაკლად ვაქცევ. %e1%83%95%e1%83%94%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%90%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98
ასე გაკეთდა აკაკის პოეზია, ლადო ასათიანის „ბასიანის ბრძოლა“, გალაკტიონი და სხვა. მაგრამ საუკეთესო ა„ვეფხისტყაოსანი“. აკაკის საიუბილეოდ საჩხერეში მიგვიწვიეს, იქ გავიცანით მეუფე დანიელი. იმდენად მოეწონა ნამუშევარი, პატრიარქს წარუდგინოთო. ვესტუმრეთ პატრიარქს და დაუვიწყარი შეხვედრა გვქონდა. ეს 2015 წელი იყო, იუნესკომ აკაკის წლად რომ გამოაცხადა. პარტიარქმა გვკითხა, ახლა რაზე მუშაობთო და რომ გაიგო „ვეფხისტყაოსანზე“, იცით, 2016 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომო. ჩვენ საოცარ სპექტაკლად ვაქციეთ კოსტიუმებითა და მუსიკალური გაფორმებით. და ისევ მეუფეს ვაჩვენეთ…
მეუფე დანიელი დაგვეხმარა და პატრიარქის დალოცვით 10 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით „ვეფხისტყაოსანს“ წარმოვადგენთ 32 ქალაქში. ყოველ დღე თითო ქალაქში ეპარქიების მიხედვით… 13 მსახიობია დაკავებული და უდიდესი წარმატება, ოვაციები და ინტერესი გვხვდება.
„ვეფხისტყაოსანი“ სახალხო წიგნია, ის უნდა დავდგათ, უნდა გადავიღოთ ფილმებად, უნდა გადავიტანოთ ვიზუალურ კულტურაში, ყველგან. ის ჩვენი შედევრია და მასწავლებელი, ის უყვარს ხალხს… უსმენს და ახლოს უნდა ვიქონიოთ, როგორც დამცველი ქართველთა ენისა, ქვეყნისა, კულტურისა, აზროვნებისა და ერთიანობისა.
 გოდერძი ჩოხელის ვაჟისნიკას დასახმარებლადადამიანთა სევდისმიხედვით წარმოდგენა გამართეთ13321774_1087420477992548_8391460999268801738_n
გოდერძი ჩოხელის  ნიკას დასახმარებლად სპექტაკლის დადგმის ინიციატორი რუსთავის თეატრი იყო,  კერძოდ კი,  მსახიობები – ვერიკო შოშიაშვილი და თამარ კანდელაკი… მთელი რუსთავი ფეხზე დადგა და დახმარებაც სოლიდური გამოგვივიდა… „ადამიანთა სევდა“ ხომ სევდის დაბრუნებაში გვეხმარება ადამიანებს. სევდის გარეშე რანი ვიქნებით? ცარიელები… სევდა სულს აფაქიზებს და ალამაზებს. ასევე, გოდერძის შემოქმედება გვაფაქიზებს და გვალამაზებს.
 თქვენი ოჯახი დევნილია
– მყავს მეუღლე, მეგობარი და კარგი კაცი, კეთილი და მოსიყვარულე. იგი ცხინვალელია, ნამდვილი ცხინვალელი ქართველი – გუჯი კეკოშვილი, არქიტექტორი.
ორი შვილი – ვახტანგი და კახაბერი, რძალი ხატია და ერთი შვილიშვილი – დანიელი. ვცხოვრობთ… სიყვარულით და პატივისცემით.
ახალგაზრდებთან დაუღალავად მუშაობთ
– ახალგაზრდები – ეს ის ძალაა, რომელსაც მუდმივად უნდა სდიო… ანუ თანამდევი უნდა იყო… ეს  იძლევა საშუალებას, დარჩე დიდხანს, ახალგაზრდას გაუგო, გაჰყვე ოცნებებს, ისწავლო მათგან და ასწავლო მათ. შენი გამოცდილება… მისცე რჩევები, ასწავლო ცურვა ცხოვრების ზღვაში  და მერე იცურო მათთან ერთად.  არ შემიძლია ცხოვრება ახალგაზრდების გარეშე. თაობებით? წლების წინ ათ წელიწადში იცვლებოდა და ეს შესამჩნევი იყო. ახლა მგონია, ეს დრო დამოკლდა და სხვაობა სამ წელშიც შესამჩნევია. სულ სხვა აზროვნების ახალგაზრდები მოდიან, დიახ, ნიჭიერები და თავისუფლები… პირდაპირები და უკომპრომისოები… გამბედავები და დამოუკიდებლები… მე მიყვარს ახალგაზრდები.
ცხინვალის თეატრიროგორ ცხოვრობს დევნილობაში?10989440_819544901451210_2116621588632405720_o
– ცხინვალის თეატრის პრობლემა უცხინვალობაა.  ცხინვალის პრობლემა, სამწუხაროდ, 25 წელი გრძელდება…
ცხინვალის თეატრი სცენის გარეშე ცხოვრობს 25 წელია… თეატრი სცენის გარეშე წარმოუდგენელი ტანჯვაა. ხომ გესმით… ჩვენ ეს ასე დაგვემართა, გვაქვს ოჯახები, სახლების გარეშე გვაქვს მისამართები და არ გვაქვს ცხინვალი. ვართ მოქალაქეები და არ გვაქვს ჩვენი მიწა… გვაქვს თეატრი,  არ გვაქვს სცენა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოთმინება… მოლოდინი და სურვილი, დავბრუნდეთ დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე… ჩვენს ქალაქში, ჩვენს სახლში,  ჩვენს სცენაზე.
 საყვარელი მწერალი, მსახიობი,  რეჟისორი
მე მიყვარს ესქილე, სოფოკლე, რუსთაველი, დანტე ალეგიერი, შექსპირი, შილერი, ვაჟა – ფშაველა, დავით კლდიაშვილი… და ბევრი სხვა. მიყვარს ლიტერატურა.
მსახიობები მიყვარან, მსახიობები… რეჟისორები? მიყვარს რეჟისორები..
რეჟისურა ახალი პროფესიაა, ერთ-ერთი ახალი… თითქმის ახალგაზრდა, მაგრამ დიდი მოაზროვნეებით სავსე.
 რეჟისორის ყველაზე დიდი სირთულე რაზეა დამოკიდებული სპექტაკლის წარმატება…
თეატრის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აერთიანებს შემოქმედ სფეროებს, მხატვარს, კომპოზიტორს, მსახიობსა და ასე შემდეგ. რეჟისორი ერთი იდეის ერთი სათქმელის ქვეშ აერთიანებს და ახალ შედეგს დებს. ამ შედეგს სპექტაკლი ჰქვია. ამიტომ ცალ-ცალკე და ყველა ერთი სპექტაკლისათვის ერთიანდება რეჟისორის გარშემო. წარმატებისათვის ყველა მნიშვნელოვანია.
– რა არის მეგობრობა?
– ძალიან კარგი კითხვაა. მეგობრობა რა არის? უსიტყვო, ულაპარაკო თანადგომა და ურთიერთზრუნვა საქმესა და საზოგადოებაში. მე მყავს ასეთი მეგობარი საქმეში და ცხოვრებაში… ერთად ვმუშაობთ თეატრალურ უნივერსიტეტში და სტუდია „ბერიკებში“, თითქმის 15 წელია… ეს არაჩვეულებრივი, მაღალპროფესიული, დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორია, ბატონი გოგი თოდაძე… არ ვიცი, ჩვენ ასეთი მეგობრობა გავაკავშირებს… თეატრით, სტუდენტებითა და ბავშვებით სავსე მეგობრობა… ეს სხვა ურთიერთობაა – ყველაზე ძვირფასი და ხელოვნებით სავსე…
მე ბავშვობის მეგობრები მყავს, თანაკლასელები, რომელთა გარეშე სიცოცხლე ვერც კი წარმომიდგენია.
 რაზე მუშაობთ?13731877_978473595600346_8231629375631048855_o
 „ვეფხისტყაოსნის“ ტურნე საქართველოს 32 ქალაქში 24 ნოემბერს მთავრდება. ახლა ჭიათურიდან მივემგზავრებით ვანსა და ხონში. ხვალ ბათუმში და შუახევში ვიქნებით… 18 ნოემბერს ვბრუნდებით თბილისში. სამი დღე და… მერე კახეთში გავემგზავრებით – ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, თელავი გველის წინ,  და 24 ნოემბერს ტურნეს ვასრულებთ, რომელიც 10 ოქტომბერს დავიწყეთ ყაზბეგიდან.
მერე კიდევ ერთხელ შევთავაზებ ვანო მაჩაბლის დადგმის იდეას ცხინვალის თეატრს… იმედია, დავიწყებ.
– „საჩხერე არაჩვეულებრივი მასპინძლები, მამა ზოსიმე სავანე და უძველესი ტაძარი რუსთაველის ფრაზებს მსახიობებთან ერთად იმეორებს მაყურებელი ეს ნამდვილი წარმატებაა მადლობა მსახიობებს, მიყვარხართ
აი, ასე! უვლიან მთელ საქართველოს, ეფერებიან ,,ვეფხისტყაოსნისგმირებს, აცოცხლებენ რუსთველის ენას, ნამდვილს, ძარღვიანს. გულში ჩამწვდომს, ატოკებენ სულისა და გულის უსათუთეს სიმებს! ესენი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, თამარ ხიზანიშვილის სტუდენტები! ვერ დადუმდნენ, რადგან რუსთაველს მიეძღვნა ეს წელი, იუნესკომ მიუძღვნა, ჩვენ კი არ გვცალია, აბა, სად გვცალია, კინკლაობა და შური მეფობს, იქნებ დროა, ბოლოს მაინც იგრძნოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ წლევანდელი წელი ,,ვეფხისტყაოსანსეკუთვნის და სადაცაა იწურება, იწურება ჩუმად, ურუსთაველოდ!“ – ეს მაყურებლის კომენტარია იმ სპექტაკლზე, რომელიც თქვენ დადგით და შესანიშნავმა ახალგაზრდებმა კი სული შთაბერეს…14729104_1204984829569445_6266526254281287591_n
– დიახ, ჩემი დადგმულია, მსახიობები არიან  ჩემი ყოფილი სტუდენტები, თეატრალური უნივერსიტეტის ახალი კურსდამთავრებულები. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ასრულებენ ლიტერატურულ-ისტორიულ
კომპოზიციას – ,,ვეფხისტყაოსანი”. საერო და სასულიერო სპექტრი რუსთაველის სპექტაკლმა გააერთიანა  ჩვენ გარშემო. ეს მეუფე დანიელის იდეა  და სურვილი იყო, პატრიარქის დალოცვით.
დიდი მადლობა ყველას: მეტყველების პედაგოგს  ნატო ჩიტაიას, მხატვარ მამია ტყეშელაშვილს და ქორეოგრაფ  გიორგი ტორიაშვილს . მსახიობებს: ქეთი ტატიშვილს, ლაშა ჩხვიმიანს, ლაშა გუჯაბიძეს, თათია ოქროპირიძეს, ვატო ზოიძეს, იურა ჩიტაშვილს, მაკო კახეთელიძეს… გუგა კალანდაძეს  ერთგული და უანგარო შრომისათვის.
ეს არის ხელახლა აღმოჩენილი ლამაზი სამშობლო… „ვეფხისტყაოსანზე“ შეყვარებული მაყურებელი, სიცოცხლე შეძენილი მონასტრები და გაცოცხლებული ტაძრები… გასაჭირში მყოფი მოსახლეობა, გასაკეთებელი, მოუწესრიგებელი კულტურის დაწესებულებები… ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველი სკოლა, ქალბატონი ლელა ჭინჭარაული. ყაზბეგის სკოლა-პანსიონი… ნიქოზის ხელოვნების სკოლა… პატარა ანიმატორები … მესტიის მუზეუმი და თოვლიანი დილა ოქტომბერში… მესხეთი – რაბათი, საფარა და გიდი, გამყოლი გიორგი ბერიძე, რომელმაც კარტოფილის ამოსაღებად მიგვიწვია… ხაშურის მშვენიერი სამუსიკო  სკოლა. ჭიათურის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა და მისი დირექტორი ნანული წერეთელი.

 

ესაუბრა თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები