სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ,,ბრომობენზილ ციანიდი’’, იგივე ,,კამიტი’’ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია

„ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია,” – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს, აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები