თბილისის მერია: დიდუბის რაიონში, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დღიდან იზღუდება

დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირისა და იროდიონ ევდოშვილის ქუჩის კვეთიდან ცემის ქუჩის კვეთის მიმდებარე ტერიტორიამდე.

“აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოტრანსპორტისთვის.

შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტით მოძრაობა ალტერნატიული ქუჩების გამოყენებით განხორციელდება,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები