პირი, რომელიც ბარკალაიას სახლში თავდამსხმელებს დახვდა, კლინიკაშია გადაყვანილი – შსს-მ ორი პირი დააკავა

ბიზნესმენ, გელა ბარკალაიას დაყაჩაღებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევები – 1968 წელს დაბადებული გ.ჯ. და 1978 წელს დაბადებული ლ.მ.

გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში, ბრალდებულები თავს დაესხნენ საცხოვრებელ სახლში მარტო მყოფ – 1956 წელს დაბადებულ ვ.ხ. – ს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა მოსთხოვეს.

ვ.ხ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება და შესაბამისის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია გადაყვანილი.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ორივე დამნაშავე ცხელ კვალზე – ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები