თამთა მეგრელიშვილი: გამოდის, რომ BBC და რადიკალური ოპოზიცია, ასევე ამ დეზინფორმაციაში ჩართული ყველა რგოლი ებრაელებს, ისრაელის სახელმწიფოს აბრალებდა აკრძალული ნივთიერება “კამიტის” გაყიდვას

“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში სუს-ის ბრიფინგს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ სუს-ის ბრიფინგის შემდეგ გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული “კამიტის” გამოყენების სიყალბე დადგინდა, კიდევ ერთი სკანდალური ამბავი გასკდა – გამოდის, რომ BBC და რადიკალური ოპოზიცია, ასევე ამ დეზინფორმაციაში ჩართული ყველა რგოლი ებრაელებს, ისრაელის სახელმწიფოს აბრალებდა აკრძალული ნივთიერება “კამიტის” გაყიდვას.”

მისი შეფასებით, ეს ფაქტი ნათლად აჩვენებს, როგორ შორს მიდის რადიკალური ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და რამდენად სახიფათო სპირალშია შესული დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

“სუს-ის ბრიფინგის შემდეგ გარდა იმისა, რომ ეგრეთ წოდებული “კამიტის” გამოყენების სიყალბე დადგინდა, კიდევ ერთი სკანდალური ამბავი გასკდა – გამოდის, რომ BBC და რადიკალური ოპოზიცია, ასევე ამ დეზინფორმაციაში ჩართული ყველა რგოლი ებრაელებს, ისრაელის სახელმწიფოს აბრალებდა აკრძალული ნივთიერება “კამიტის” გაყიდვას. ხვდებით, რამხელა საშიშ სპირალში შევიდნენ ეს უსამშობლოები?” – წერს მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები