ირაკლი ქადაგიშვილი – ახალი ამბავი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა აწარმოონ

“ახალი ამბავი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის, ოპოზიციაში ყოფნის პერიოდშიც, დიდ ფულს ხარჯავს იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიხალხური პოლიტიკა აწარმოონ,” – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ „ბიბისის“ სიუჟეტით.

 

„ფარას“ კანონი გვაძლევს ხოლმე საშუალებას, რომ ყოველ ჯერზე მათი ეს საქმიანობა დავინახოთ და საზოგადოებისთვის ხილვადი გავხადოთ. აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ „კამიტის“, ამ ქიმიური მოწამვლის ეს შეთითხნილი ისტორია ორკესტრირებული და ერთიანად ორგანიზებულია. იქ ხდება გამოყენება აქ ვითომ ჩატარებული კვლევებისა, აბსოლუტურად აცდენილი და მოყვანილი მონაცემების – ჩახუნაშვილების მიერ ჩატარებულ კვლევაზე მაქვს საუბარი. შემდეგ, ამის ასე ვთქვათ დრამატული სახით წარმოჩენა „ბიბისის“ მეშვეობით, და მათ შორის ორკესტრირებულად ხდება, ამერიკულ მედიაში ამაზე აქცენტების გაკეთება და ქვეყნის შიგნით რა პანიკის აწევა უნდათ, ეს ყველამ ვიხილეთ. ამიტომ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც არაერთხელ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ითქვა, ისეთი ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგადაც გარკვეული პოლიტიკის გატარება უნდათ, დემოკრატიული არჩევნების შედეგების შეცვლა სასურველი მიმართულებით იყენებენ სწორედ სპეცოპერაციებისათვის დამახასიათებელ ჰიბრიდული ომის ყველა ელემენტს. აქ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი რგოლი არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ „ბიბისის“ სიუჟეტით, მასზე აყოლილი სხვადასხვა იაფ გარე თუ შიდა რესურსებით და სხვადასხვა პოლიტიკოსების განცხადებებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის „ფარას“ გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, „ნელსონ მალინსის“ საქმიანობაზეა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“, ლობისტური ჯგუფის საშუალებით, პიარკამპანიას აწარმოებს 2025 წლის ივლისიდან დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები