პრეზიდენტთან შეხვედრას ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრება

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს „თბილისი მარიოტში“ ხვდება. ამ წუთებში იგი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ღია შეხვედრაზე, საქართველოში ადამიანის უფლებების დემოკრატიის ხარისხისა და პოლიტიკური პროცესების შესახებ ესაუბრება. შეხვედრას ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან. გიორგი მარგველაშვილი მათ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებსა და რეფორმებზე, საარჩევნო კოდექსზე და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ საათში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები