დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის მამის პირველი კომენტარი – “არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი იქნებოდა”

დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის გოგონას მამა “კვირასთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
ომარ ყოჩიაშვილი მომხდარით შოკირებულია და აცხადებს, რომ დაკავებულებიდან არც ერთს არ იცნობს.
„ჩემს შვილს ვერაფერს ვამჩნევდი, არ მეგონა, თუ ასეთი სასტიკი იქნებოდა. რა ვთქვა, ან რა გითხრათ? როგორ ვიქნები? დაკავებულებიდან არავის ვიცნობ. ჩემს სახლში ისინი არასდროს მინახავს“, – ამბობს ომარ ყოჩიაშვილი.
მისივე თქმით, ირმა ყოჩიაშვილს სახაზინო ადვოკატი იცავს.
შეგახსენებთ, რომ ასაკოვანი დედა, 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს – ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ  გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს.
ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8-ე საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები