Tesla Motors-მა მზის ბატარეები წარმოადგინა, რომლებიც სახლის სახურავის ფორმისაა
კომპანია Tesla Motors-მა მზის ენერგიის ბატარეები წარმოადგინა, რომლებიც სახლის სახურავის ფორმისაა. ასევე ენერგიის დაგროვების ახალი მოწყობილობის, Powerwall 2.0.-ის პრეზენტაცია შედგა.
სხვა ბატარეებისგან პანელები იმით განსხვავდება, რომ ის სახურავის ფორმისაა – ფაქტობრივად ბატარეა სახურავს წარმოადგენს, და არა მზის მოდულების კონსტრუქციას.
ენერგიის ახალი დამგროვებლის სიმძლავრე 14 კილოვატია. Powerwall 2.0-ის ფასი 5 500 დოლარია.
Tesla Motors-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, ახალი მზის ბატარეები სახურავებზე მომავალ წელს დამონტაჟდება.