ერაყის ქალაქ მოსულის შტურმის დროს ასობით ისლამისტია მოკლული (ვიდეო)

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, „ერაყის ქალაქ მოსულის შტურმის დაწყებიდან „ისლამური სახელმწიფოს“ ასობით „ბოევიკია“ მოკლული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელის, გენერალ ჯოზეფ უოტეპის განცხადებით, საუბარია დაახლოებით 800-900 „ბოევიკის“ განადგურებაზე.

სხვადასხვა მონაცემებით, ქალაქში დაახლოებით 5 ათასი ჯიჰადისტი იმყოფება. როგორც სამხედროები აცხადებენ, მოსულზე ზუსტი ავიადარტყმების განხორციელება ძალზე რთულია, ვინაიდან ექსტრემისტები ადგილობრივ მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებენ.
მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის შეიარაღებული ძალები და ქურთი მოხალისეები მონაწილეობენ. შეტევაში კოალიციის ავიაციაც არის ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები