2020 წლისთვის დედამიწაზე დღეს არსებული ცხოველების ორი მესამედი გადაშენდება

2020 წლისთვის დედამიწაზე დღეს არსებული ცხოველების ორი მესამედი გადაშენდება. ამის შესახებ “The Independent” წერს.
ლონდონის ეკოლოგიურმა საზოგადოებამ და ველური ბუნების ფონდმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ 1970-დან 2020 წლამდე პლანეტაზე არსებული გარეული ცხოველების რაოდენობა 67%-ით შემცირდება.
ცხოველების გადაშენება 100-ჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე წინა პერიოდში. ის დინოზავრების გადაშენებას შეიძლება შევადაროთ. განსხვავება კი ისაა, რომ დინოზავრები მეტეორიტმა გაანადგურა, ხოლო თანამედროვე ცხოველების ძირითადი მტერი  ადამიანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები