Microsoft-მა ახალი  Windows წარმოადგინა, რომელიც  3D ვირტუალურ სივრცეში მუშაობს

კორპორაცია Microsoft-მა განახლებული Windows 10 Creators Update წარმოადგინა, რომელიც  3D ვირტუალურ სივრცეში მუშაობს.  ახალი პროგრამის პრეზენტაცია ნიუ-იორკში შედგა.
ახალი პროგრამის მთავარი სიახლე 3D -სთან დაკავშირებული მასალების შექმნა და მათი ნახვა იყო.
ცვლილებები პროგრამა Paint-საც შეეხება, რომელიც ოპერაციულ სისტემაშია ინსტალირებული, ახლა მისი მეშვეობით მოდელების შექმნა და სამ განზომილებაში მათი დამონტაჟება იქნება შესაძლებელი.
ახალი პროგრამა პერსონალურ კომპიუტერებში, ნოუთბუკებში და სმარტფონებში იმუშავებს. მისი შეძენა 2017 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები