შავი ზღვის ფსკერზე მეცნიერებმა ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიის კუთვნილი 40 გემი აღმოაჩინეს
მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა ბულგარეთის სანაპიროსთან შავი ზღვის ფსკერი შეისწავლა და უნიკალური რამ აღმოაჩინა. 150 მეტრის სიღრმეზე, ანუ ზონაში, სადაც ჟანგბადი არ არსებობს, მათ 40-მდე ძველი გემი იპოვეს. ამ გემებს შორის ისეთებიც არის, რომლებიც მხოლოდ ნახატების სახითაა შენარჩუნებული.
ზოგიერთი ჩაძირული გემი ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიებს ეკუთვნის. გემების აღმოჩენა შესაძლოა, ბიზანტიისა და ოსმალეთის მეზღვაურების, ასევე მაშინდელი სავაჭრო გზებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების შესახებ ახალი ცოდნის საფუძველი გახდეს. კვლევებში დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და საბერძნეთის სპეციალისტები მონაწილეობენ.