„ეძღვნება მეგობრების ხსოვნას“ – კონსერვატორიაში კონცერტი გაიმართება

28 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი “საქართველოს სინფონიეტას”, ლევ მარკიზს და იაკობ კაცნელსონს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონცერტი ეძღვნება მეგობრების – ევგენი (ჟენია) მაჭავარიანის და თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) ხსოვნას.14715652_1459881114026583_5928669235355618127_o
ცნობილი ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა წიგნი–ალბომი “ფიროსმანი” (ტ. I – III). იყო ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი (1968). ავტორია პატარა ზომის ჟანრული სურათებისა, რომლებშიც, ძირითადად, ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა-ცხოვრება. წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში (“კაცია–ადამიანი?” 1974; ვაჟა-ფშაველას ქალიშვილის გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”, 1991) და სხვა. რედაქტორი და მხატვარია თუში პოეტი ქალის ეთერ თათარაიძის ლექსების კრებულისა “ჩამომიარ საწუთრომ…” (1998). გააფორმა “თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი” (1958). მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში,საფრანგეთში და სხვა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ევგენი მაჭავარიანმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს.14717302_1459229370758424_3850667080516160856_n
1956–1958წწ. იყო ზუგდიდის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1958 წლიდან ლექტორი-მუსიკათმცოდნე; 1963–1970 წწ. იყო თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1966 -1970წწ. საქართველოს ტელევიზიის მუსიკალური გადაცემების მთავარი რედაქტორი, 1977 წლიდან მუსიკალური მაუწყებლობის მთავარი კონსულტანტი, 1979–1982 წწ. საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის მუსიკალური პროგრამების რედაქციის მთავარი რედაქტორი; 1970 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის ინსპექტორი; 1970 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” მუსიკალური განყოფილების უფროსი; 1982 წლიდან ფილარმონიის გენერალური დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი; ავტორია წიგნებისა: „გაზაფხული, თბილისი, მუსიკა” (1965), წერილებისა და სტატიებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებასა“ და რესპუბლიკურ პრესაში; წერილებისა ქართველ მუსიკოსთა და კომპოზიტორთა შესახებ სხვადასხვა ენციკლოპედიური გამოცემებისათვის; სცენარის ავტორი ფილმებისა: “ყოჩაღად, პაპებო!”(1981, მხატვრული ფილმი) და “ქება ვაზისა”(1988, დოკუმენტური ფილმი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები