„იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან გამომდინარე გვაქვს, სჭირდება კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა”, – ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ხელაძე აცხადებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებს.
“სწორედ ესეც ერთ-ერთ იმათთაგანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადადის ანტიკორუფციული ბიურო, სადაც უფრო კომპეტენტურად განხორციელდება ამ მიმართულებით მუშაობა“, – ამბობს ხელაძე.
ცნობისთვის, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს.