არჩილ გორდულაძე – ემიგრანტების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის შესახებ: ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც

ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

გორდულაძემ განმარტა „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გულისხმობს.

„ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არიან უცხო ქვეყნის იურისდიქციაში. შესაბამისად, გავლენა უცხო ქვეყნის იურისდიქციისა ადამიანებზე მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც უამრავი დეზინფორმაციის კამპანია არსებობს, როდესაც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევები, არჩევნებში მონაწილეობაც კი ვნახეთ სხვადასხვა ბიუროკრატებისგან, არჩეული პირებისგან, დაქირავებული აგენტურისგან, ქართული პასპორტის მქონე ადამიანებისგან თუ ე.წ. დიპლომატებისგან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ინფორმირებულები იყვნენ მაშინ, როდესაც არჩევანს გააკეთებენ.

ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს ის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რომელიც საქართველოში არის და შესაბამისად დააფიქსიროს თავისი ხმაც. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ კი არ ფიქრობს ასე – მაგალითად, 2012 წელს გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ანალოგიურ საკითხზე აქვს ნამსჯელი და მიღებული აქვს გადაწყვეტილება, სადაც განმარტებულია, რომ უმნიშვნელოვანესია, ადამიანმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები