“სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენი ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ არასრულწლოვანთა შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
„14 წლამდე არასრულწლოვანებთან დაკავშირებით კარგი გერმანული პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარება ხდება ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, რომლის მთავარი მიზანია ბავშვების დაცვა და უზრუნველყოფა, რომ მათ მიიღონ განათლება, შესაბამისი სოციალური პროგრამებიდან გამომდინარე შესაძლებლობა, რომ სრულად იყვნენ ინტეგრირებულები თანამედროვე საზოგადოებაში. სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე ვალდებულებას, რომ იზრუნოს კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ვალდებულება, რომ ჩვენი ბავშვების საუკეთესო ინტერესები იყოს გათვალისწინებული”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.