პრემიერი: უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ორგანულად მიუღებელია ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი და სწორედ ამიტომ აწარმოებენ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან – ეს ეხება სპორტს, ინვესტიციებს, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას
ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე, მათთვის ორგანულად მიუღებელია გიორგი მამარდაშვილი, როგორც თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ორი ოლიმპიური ჩემპიონი, აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი.
„ჩვენ არ გაგვირჩევია არც ერთი ფეხბურთელი არასდროს არც პირად ურთიერთობაში და დამოკიდებულებაში და არც საჯარო დამოკიდებულებაში. გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტი აირჩა, ამ ლიბერალ-ფაშიტების მთავარი თავდასხმის ობიექტი პარლამენტში იყო ორი ადამიანი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი. ორი ოლიმპიური ჩემპიონი. აქედან ჩანს ნული პატრიოტიზმი. როდესაც საქმე ეხება ორ ადამიანს, რომლებმაც უმაღლეს დონეზე აწიეს საქართველოს დროშა. „ნაცმოძრაობას“ ჰყავდა ოლიმპიური ჩემპიონი პარლამენტში. არც ერთ ჩვენს დეპუტატს არასდროს არ უკადრია ამ დეპუტატთან დაკავშირებით ერთი აუგი სიტყვის თქმა, რადგან პირველ რიგში პატივს ვცემთ ჩვენს ეროვნულ სიამაყეს და ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს, როდესაც ადამიანს უმაღლეს მწვერვალზე აქვს აღმართული შენი დროშა, იმას მაქსიმალური პატივი უნდა სცე. ეს არ აქვთ ლიბერალ-ფაშისტებს, იმ 150 კაცს, რომელიც იკრიბება ხოლმე რუსთაველის გამზირზე, „ნაცებს“ ოთხივე პოლიტიკური პარტიიდან. არავითარი პატრიოტიზმი, არავითარი ეროვნული ღირსების განცდა, სიამაყის განცდა. შეუძლიათ, ერთ დღეში გაყიდონ ადამიანი, რომელმაც უდიდესი სიხარული მოუტანა ქვეყანას. ერთ დღეში შეუძლიათ, გამოაცხადონ მოღალატედ ადამიანი, რომელიც არის ასოცირებული შენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატების მოტანასთან. ეს არის ამ ადამიანების რეალური სახე. სიბნელე, ეს ვლინდება ფეხბურთთან, სპორტთან, ინვესტიციებთან, ქვეყანასთან დამოკიდებულებაში, ყველაფერში ვლინდება ეს დამოკიდებულება. ამიტომ თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, რადგან არ შეიძლება სიძულვილს ჰქონდეს ამხელა გასაქანი ჩვენს ქვეყანაში. სიძულვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ისინი იძულებული გახდნენ, რომ გამოსულიყვნენ ნაკრების ქომაგებად, რომ ამ ტალღას აჰყოლოდნენ, რომ პოლიტიკურად არ ყოფილიყო სხვა ქმედება მათთვის კონტრპროდუქტიული. ამას არ გააკეთებდნენ რატომ – ერთ-ერთი მთავარი დავალება რაც აქვს ამ არაფორმალურ მმართველობას სხვადასხვა ქვეყანაში არის რა, რომ არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი, საზოგადოებას არ უნდა ჰყავდეს ავტორიტეტები არც აკადემიურ სფეროში, არც სპორტის, არც კულტურის სფეროში, უნდა არსებობდნენ მხოლოდ ფსევდოავტორიტეტები, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია ორგანულად გიორგი მამარდაშვილი როგორც შემდგარი ავტორიტეტი თავისი წარმატებით შემდგარი ავტორიტეტი, მიუღებელია ხვიჩა კვარაცხელია, თორნიკე შენგელია, ლაშა ტალახაძე და სხვები. ორგანულად მიუღებელია ამ არაფორმალური მმართველობისთვის, უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი. სწორედ ამიტომ აწარმოებენ ასეთ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან, ეს ეხება სპორტს, ეს ეხება ინვესტიციებს, ეს ეხება ყველაფერს. აქედან გამომდინარე ყველას შეგვიძლია, ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი, ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას პირველ რიგში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.