მახაშვილი – იარაღის შესახებ კანონში ინიციირებულ ცვლილებებზე: საუბარი გვაქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას

“საუბარი გვაქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა იარაღის შესახებ კანონში ინიციირებულ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის აპრობირებული, გავრცელებული პრაქტიკა, ვინაიდან ჩვენ საუბარი გვაქვს ისეთ ხელსაწყოებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლეს. ასეთი ტიპის რეგულაციებით საზოგადოებრივი წესრიგის უკეთ დაცულობას უზრუნველვყოფთ. გასული წლების პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს საზოგადოებაში სერიოზული პრობლემა გახდა და ბუნებრივია, ამ პრობლემაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ეფექტიანი უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებულ ცვლილებებს განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, აიკრძალება ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა მიერ ელექტროშოკური მოწყობილობების დამზადება, შეძენა, შენახვა ან გაყიდვა. ასევე ლიცენზირებას დაექვემდებარება გაზის აეროზოლური ან ხმოვანი – იგივე აკუსტიკური იარაღის დამზადება, შენახვა, შეკეთება, ტრანზიტი ან ამ იარაღით ვაჭრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები