პოლონეთი რუსეთის ბოლო საკონსულოს ხურავს
პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მოქმედი რუსეთის ბოლო საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების პრიორიტეტებიდან გამომდინარე მიიღეს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან დივერსიულ ქმედებებს უკავშირდება.
მინისტრმა ვარშავა-ლუბინსკის სარკინიგზო მაგისტრალზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი აფეთქება იგულისხმა.
ხელისუფლების თქმით, საკონსულოს საქმიანობა „დიპლომატიურ მანდატს აღარ შეესაბამებოდა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას „არაკეთილმეზობლური“ უწოდა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია საპასუხო ზომები.
საკონსულოს დახურვით რუსეთს პოლონეთის ტერიტორიაზე აღარცერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა აღარ რჩება, რაც, მედიის ვარაუდით, ქვეყნების ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.