რა პერიოდი დასჭირდება მოსკოვიდან ქართული ფილმების სრულად გადმოტანას – კულტურის სამინისტრო დეტალებს განმარტავს

მოსკოვიდან ქართული ფილმების ორიგინალების სრულად გადმოტანის პროცესს დაახლოებით ექვსი წელი დასჭირდება – ამის შესახებ “კვირას“ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ნანა დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დასრულებულია მოლაპარაკებები, თუმცა ტექნიკური დეტალების მოგვარება საკმაოდ შრომატევად საქმიანობას მოითხოვს.14797435_10154082474184779_1017728460_n
რაც შეეხება იმას, თუ სად განთავსდება ფილმები, ნანა დოლიძე ამბობს, რომ ფირების გარკვეული ნაწილი ეროვნულ არქივში შეინახება, თუმცა მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ცალკე საცავის აშენების საკითხი დადგეს დღის წესრიგში.
„თუ შეუფერხებლად წავა პროცესი, ჩვენი ვარაუდით, 6 წელი დასჭირდება მთლიანად დასრულებას, ამ 6 წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა მოხდეს ფილმების გადმოტანა. რეალურად ჩამოდის ფილმის ორი ასლი – ერთი, რომელიც საწყისი მასალაა და მეორე გახლავთ სამუშაო პოზიტივი, რომელიც შემდეგ მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ ნებისმიერ ფორმატში – ტელევიზიებში საჩვენებლად თუ რეტროსპექტივებზე გადასატანად . საწყის მასალას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მოვლა დასჭირდება. ამ ყველაფერს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული ფასეულობა.
ამ ეტაპზე ეროვნული კინოსტუდიის არქივს აქვს შეზღუდული რაოდენობის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, დღის წესრიგში დადგება ფირსაცავისთვის სპეციალური ნაგებობის არსებობა, ამ მიმართულებითაც ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპულ კინოარქივებთან, ვიზიარებთ მათ გამოცდილებას, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ფრანგულ ინსტიტუტთან. ჩვენი მთავარი კონსულტანტი, კინო არქივის ფირსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, გახლავთ ფრანგული კინოინსტიტუტი, ისინი გვაძლევენ რჩევას თუ რომელი სტანდარტის ფირსაცავია საქართველოსთვის საჭირო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ რჩევებით ვიხელმძღვანელებთ იმიტომ, რომ ამ მიმართულებით გამოცდილება ჩვენთანაც აქვს ეროვნულ არქივს და ყველა გამოცდილება იქნება გაზიარებული. 14798897_10154082474189779_8399135_n
დავასრულეთ მოლაპარაკებების ეტაპი, მაგრამ ტექნიკური დეტალები საჭიროებს დაზუსტებას. გვაქვს ხმასთან დაკავშირებული პრობლემა, ვინაიდან რუსეთის არქივში შენახულია რუსული ხმა, ქართული ხმები ინახებოდა საქართველოში. დროთა განმავლობაში ხანძარიც გაჩნდა ქართულ ფილმში და ეს ხმები განადგურდა, ქართული ხმების გარკვეული ნაწილი გვაქვს, მაგრამ ჩასატარებელია სამუშაოები, ჩამოტანით არ სრულდება პროცესი, ვინაიდან აქ არის ორი მომენტი – ეს არის ჩამოტანა, მისი შენახვა და ამასთანავე, საზოგადოებისათვის მასზე ხელმისაწვდომობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი. ფირების პირველი პარტია, ვვარაუდობთ, რომ ნოემბერში ჩამოვა საქართველოში“, – განუცხადა “კვირას“ ნანა დოლიძემ.
რუსეთთან საქართველოსთვის ქართული ფილმების ორიგინალი ვერსიების დაბრუნების თაობაზე გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკვე გადაწყდა, რომ საქართველოს კინოფონდს 700-ზე მეტი ფილმი-ორიგინალი დაუბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები