მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას France Presse-ი ავრცელებს.
„მაკრონმა ყურადღება გაამახვილა ფრანსუა ბაირუს მთავრობის დაცემას… და „ახალ პრემიერ-მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.