მიანმარში მაღაროელებმა 170 მილიონი დოლარის ღირებულების ჟადეს გიგანტური ქვა იპოვეს

მიანმარში, მაღაროელებმა 175-ტონიანი ჟადეს ძვირფასი ქვა იპოვეს, რომლის ღირებულებაც 170 მილიონი დოლარია. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, მეშახტეებმა ის ქვეყნის ჩრდილოეთით, კაჩინის შტატის ერთ-ერთ მაღაროში აღმოაჩინეს. თითქმის გამჭვირვალე მწვანე ქვის სიმაღლე 4,3 მეტრია, სიგანე კი 5,8 მეტრი.
„თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ლატარია მოვიგეთ. თუმცა, ეს ქვა ჩვენს ქვეყანას ეკუთვნის, ჩვენს ლიდერებს ვუძღვნით“, — აცხადებს ძვირფასი ქვის ერთ-ერთი მპოვნელი.
როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ქვა ჩინეთში გაიგზავნება, სადაც მისგან სხვადასხვა სახის საიუველირო ნაწარმსა და ქანდაკებებს დაამზადებენ.
მსოფლიოში წმინდა ჟადეს 70% მიანმარიდან (წარსულში ბირმა) მოდის. ეს ინდუსტრია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით ნახევარს აწარმოებს. ჟადე ეწოდება ორ მსგავს, მაგრამ სტრუქტურულად განსხვავებულ მეტამორფული ტიპის კლდოვან მინერალს: ჟადეიტსა და ნეფრიტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები