არჩევნების მეორე ტურისთვის ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს

არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩასატარებლად ცესკო ფინანსთა სამინისტროს დამატებით 4 მილიონ 700.000 ლარს სთხოვს.
არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრისთვის ცესკოს დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს.
ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
როგორც ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემ განმარტა, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები