ქართველი კაცი, რომელმაც გერმანიაში, ტრამვაიში ცოლს ცეცხლი წაუკიდა, პოლიციას ჩაბარდა

ქართველი კაცი, რომელმაც გერმანიის ქალაქ გერას ტრამვაიში ცოლს აალებადი სითხე შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.

როგორც გერმანული მედია იტყობინება, დაკავებულია 46 წლის თენგიზ კაკიაშვილი. მას დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია.

“პროკურატურა ახლა გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს მამაკაცის მიმართ. შესაძლოა, მას წინასწარი პატიმრობა დაენიშნოს.”, განაცხადა პოლიციის სპიკერმა.

დაშავებული ქალი საავადმყოფოშია და კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანეს სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებებით.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის გამო წყვილის ბინაში პოლიცია ერთი თვის წინ უკვე გამოიძახეს. თუმცა მაშინ ქმარი აივნიდან გაიქცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები