ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული გელა უძილაურია, რომელიც სამართალდამცველებმა საქართველოს ტერირორიაზე დააკავეს.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძე 3 დღის წინ მოკლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.