ანდრეი სიბიგა – ჩვენ გვინდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაგეგმილ მოლაპარაკებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა რუსეთთან და მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს, თუ რუსეთი არ მიიღებს მაგიდაზე არსებულ წინადადებას – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„გვჯერა, რომ ომი წელს დასრულდება. ჩვენ ყველას ეს სტრატეგიული მიზანი გვაერთიანებს – მივაღწიოთ სამართლიან, ყოვლისმომცველ და ხანგრძლივ მშვიდობას. ველით, რომ რუსეთი მიიღებს ცეცხლის უპირობო შეწყვეტას.

ეს ომი ეხება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის აღდგენას, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა – დიპლომატიური მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა, რათა უკრაინაში სამართლიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობა დამყარდეს“, – განაცხადა სიბიგამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები