“მსოფლიო იცვლება, მასში არ არის პოლიტიკური შარლატანების ადგილი” – მახაშვილი
“მსოფლიო იცვლება, მასში არ არის პოლიტიკური შარლატანების ადგილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე ეს ცვლილებები ლოგიკური დასასრულის ეტაპზე გადავიდა.
“ამ რთულ გარემოში, ჩვენ ვერ დავრჩებით პასიურ დამკვირვებლებად. დიპლომატია ჩვენი ერთადერთი იარაღია საგარეო ასპარეზზე, ამიტომ დიახ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ელჩების დანიშვნაზე უარით, სახელმწიფოს ამ ერთადერთი იარაღის დაგდებას აიძულებდა, ჩვენ სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და ქართველ დიპლომატებს მივცეთ საქართველოს ინტერესების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა”, – აღნიშნა მახაშვილმა.