“თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამგორისა და ვაკის რაიონში დასუფთავების აქციები ჩაატარეს
გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა. ასევე, დასუფთავდა წყნეთის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია. შესაბამისი სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სპეცტექნიკის საშუალებით განახორციელეს.
მოქალაქეებსა და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო ნარჩენი, ძველი ავეჯი, ავტომობილების ნაწილები და ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ ახალი, ხელსაყრელი მომსახურებით.
არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე: https://tgservice.ge/ui/welcome-page