დავით მათიკაშვილი – მზია ამაღლობელზე: როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი – დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა

“ამ ყველაფერს როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი – დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა, მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, დღემდე რადიკალური, ცალკეული წრეების და მათი რუპორი მედიასაშუალებების მხრიდან არსებობს და სიმართლე უნდა დაერქვას ყველაფერს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ამაღლობელი სახელმწიფოს მდგრადობას უქმნიდა საფრთხეს.

“მთელმა საზოგადოებამ იხილა მცდელობა ამ ქალბატონის მხრიდან, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოს მდგრადობას შექმნოდა საფრთხე, მაშინ, როდესაც ის სახალხოდ და თუნდაც არა სახალხოდ, ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ უბრალოდ ეს მთელმა საზოგადოებამ იხილა, როგორ თავს დაესხა ის პოლიციელს და ხელი გაარტყა პოლიციის მაღალჩინოსანს. ამ ყველაფერს როდესაც ცდილობენ, რომ პოლიტპატიმრობა დაარქვან და კიდევ უარესი – დაუკავშირონ მის ჟურნალისტურ საქმიანობას, სწორედ ეს არის ტყუილების მანქანა, მექანიზმი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში დღემდე რადიკალური ცალკეული წრეების და მათი რუპორი მედიასაშუალებების მხრიდან არსებობს და სიმართლე უნდა დაერქვას ყველაფერს”, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები