ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, კომიტეტს ბიუჯეტთან დაკავშირებით 2 მთავარი შენიშვნა ჰქონდა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსების გაზრდა.
„ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს და მიმართულებებს ჩვენ მხარი დავუჭირეთ, მინისტრის მოადგილისგან კიდევ ერთხელ მივიღეთ ძალიან მკაფიო პასუხი, რომ ის კონკრეტული დაპირებები, რომელიც იყო გაცხადებული ჩვენი გუნდის მხრიდან.
მთლიანობაში, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ყველა ამ დაპირებას შეასრულებს და იქნება სრულად ასახული. ჩვენი ორი შენიშვნა გვქონდა კომიტეტზე – ეს ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის დაფინანსების გაზრდას. მივიღეთ დადებითი პასუხი ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, რომ ორივე სამსახურთან შედგება შეხვედრა, მათთან ერთად იქნება გავლილი ეს საკითხები“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.
მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო განხილვა დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები