„ჰეზბოლას“ ლიდერი: დაჯგუფება ირან-ისრაელის ომში ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის

„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება მის მთავარ მხარდამჭერს, ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე ომის საპასუხოდ „ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის“.

როგორც ქასემი განცხადებაში აღნიშნავს, „ჰეზბოლა“ „არ არის ნეიტრალური“ ორ რეგიონულ ზესახელმწიფოს შორის კონფლიქტში და ამბობს, რომ დაჯგუფება „ისე იმოქმედებს, როგორც საჭიროდ ჩათვლის ამ სასტიკი ისრაელ-ამერიკის აგრესიის წინაშე“.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა „ჰეზბოლა“ ომში ჩარევის წინააღმდეგ გააფრთხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები