დიმიტრი ხუნდაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობა კარგია და არ არის საფრთხის შემცველი

„ყველაზე დიდი ღირებულება „ქართული ოცნებისთვის“ არის ადამიანი და ამ პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის საფრთხის შემცველი“, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც ხუნდაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენებს.
“საკონტიტუციო უმრავლესობა კარგია და არ არის საფრთხის შემცველი. „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ მისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ქართული ოცნების“ ხელში იქნება ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოყენებული. მმართველი პარტია არაა აგრესიული პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები