ემზარ კვიციანი: ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ“
„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ“, – აცხადებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო წევრი ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ემზარ კვიციანი გამოცემის დღევანდელ ნომერში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრები ვეღარ გააგრძელებენ ისეთი განცხადებების გაკეთებას, როგორც ადრე.
„ახალ პარლამენტში ბოკერიასა და მისნაირებს აღარ „ვაბლატავებ“. „ნაციონალები“ ვეღარ გააგრძელებენ ოპონენტებისთვის „რუსეთის აგენტის“ იარლიყის მიწებებას, რადგან ნაცების ლიდერებზე, ვითომ პროდასავლურები რომ არიან, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. კარგად ვიცი, სინამდვილეში ვისი რეზიდენტებიც ბრძანდებიან და პარლამენტში ფაქტებით დავულაგებ ყველაფერს! პირდაპირ გეტყვით, რომ „ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქიშპობა თამაში მგონია, რადგან ეს ხელისუფლება სააკაშვილს მთავარ მტკივნეულ დარტყმებს არ აყენებს.“ – აცხადებს ემზარ კვიციანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.