ეკა ბესელია: ჩვენი ამოცანაა თავისუფლების მაღალი ხარისხით ჩავატაროთ მეორე ტური
„ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელიას მტკიცებით, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდას ნიშნავს. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, ამ ეტაპზე ხელისუფლების ამოცანა მშვიდ და თავისუფალ გარემოში არჩევნების მეორე ტურის გამართვაა.
„როდესაც მეორე ტური ამდენ ოლქში ტარდება, ეს ნიშნავს რამდენად გაზრდილია დემოკრატიულობის ხარისხი და კონკურენტული გარემო. მაღალი ბარიერი, რომელიც ჩვენი ინიციატივით არის შეთავაზებული ამომრჩევლისთვის, ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობას. ახლა ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ძალიან მშვიდად და თავისუფლების მაღალი ხარისხით, ორგანიზებულად და დემოკრატიულად ჩავატაროთ მეორე ტური“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.