წინასაარჩევნოდ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ჯამში, 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, კონკრეტულად კი, 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.
აქედან ყველაზე მეტი – 13 498 020 ლარი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა.
უწყების ინფორმაციით, 3 219 058 ლარის ოდენობის თანხა დახარჯა პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“. შემდეგი თანმიმდევრობა კი ასე გამოიყურება: – 2 134 515 ლარი „პატრიოტთა ალიანსი“ და 1 921 091 ლარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
1 026,954 ლარს შეადგენს „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, 882 592 ლარს კი – „თავისუფალი დემოკრატების“ ხარჯები.
რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტების მიერ გაწეულ ხარჯებს, შემდეგნაირად გამოიყურება: „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ – 127 730 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 117 406 ლარი, „ეროვნული ფორუმი“ – 445 250 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 428 564 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 307 388 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 285 163 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 944 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 137 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 3 012 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 12 499 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 423 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 1 534 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – 224 956 ლარი, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 324 005 ლარი, „ქართული იდეა“ – 11 168 ლარი, „ენა, მამული, სარწმუნოება“ – 4 033 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებიდან: ირაკლი შიხიაშვილი – 73 636 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი – 16 338 ლარი, ილია კოკაია – 166 427 ლარი, სალომე ზურაბიშვილი – 4 388 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი – 28 332 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 65 067 ლარი, არმაზ ახვლედიანი – 25 464 ლარი, დავით ჭანტურია – 92 979 ლარი.
20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოგვიანებით გაასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები