ირაკლი კობახიძე: 2010 წელს „ნაცმოძრაობამ“ კონსტიტუცია დაამახინჯა, ახლა თუ გააკეთილშობილებ ამ დოკუმენტს, თორემ გაუარესებისკენ ვერ წაიყვან

„გასული 4 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი უმრავლესობის ბოროტად გამოყენებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის იმ განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა ჰქონდეს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, 2010 წელს „ნაცმოძრაობამ“ კონსტიტუცია დაამახინჯა.
„გასული 4 წლის განმავლობაში დავამტკიცეთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი უმრავლესობის ბოროტად გამოყენებას, იგივე ეხება კონსტიტუციასაც. თავის დროზე, 2010 წელს „ნაცმოძრაობამ“ დაამახინჯა კონსტიტუცია, ახლა თუ გააკეთილშობილებ ამ დოკუმენტს, თორემ გაუარესებისკენ ვერ წაიყვან. ამ დოკუმენტის დახვეწა არის ერთადერთი მიზანი, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები