ლაშა ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა, შეიძლება იყოს საფრთხე მაშინ, თუ მისი ალტერნატივა არ არის „ნაციონალური მოძრაობა“

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობას საფრთხედ ფსევდოლიბერალები წარმოაჩენენ.
„ეს არის შეფუთული იმ ხალხის მიერ, ვინც დამალა საკუთარი არჩევანი, რომ იყო “ნაციონალური მოძრაობა”, ახლა ამ ფსევდოლიბერალური ბრჭყვიალებით გვიფუთავენ, თითქოს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე. საკონსტიტუციო უმრავლესობა, თეორიაში, შეიძლება იყოს საფრთხე მაშინ, თუ მისი ალტერნატივა არ არის „ნაციონალური მოძრაობა“. თუ ერთით მეტი “ნაციონალი” პარლამენტში უნდა მოვიდეს, იმ ფსევდოლიბერალურის სანაცვლოდ, მაშინ ის არის საფრთხე“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ამგვარი შეფუთვა, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების მიერ გათავისუფლებაზე უარის ტოლფასია.
„ერთ მაგალითს მოვიყვან: ბუხენვალდის ან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში ტყვე რომ არ გამოჰყოლოდა მოკავშირეებს, ბევრნი მოხვედით, საკონსტიტუციო უმრავლესობით მოხვედით ჩვენს გასათავისუფლებლად , აღარ გამოგყვებით, აქ დავრჩებითო, დაახლოებით ასეთი ანალოგია უნდა გავაკეთოთ“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები