ემზარ კვიციანი განცხადებას ავრცელებს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ემზარ კვიციანი განცხადებას ავრცელებს და საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს:
”რაჭველებო, ლეჩხუმლებო და სვანებო.
დამთავრდა არჩევნები, პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ – 5% გადალახულია და პატრიოტების 6 კაცი პარლამენტშია.
რა თქმა უნდა, გვქონდა პროგრამა მაქსიმუმიც, მაგრამ შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. წარმოიდგინეთ, როცა პოლიტიკური მოწინააღმდეგის ხელში არის მილიარდობით ფინანსური კაპიტალი, ბატონი ბიძინა არ იგულისხმება ამ შემთხვევაში, უშიშროების ხუთივე რაიონის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელები, ორი გუბერნატორი, ხუთი გამგებელი, ხუთი, ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი, მე კიდევ რეპრესიებ, ციხეებგამოვლილი და მხოლოდ პარტიის მიერ ბენზინის ფულებით დაფინანსებული, მაინც კარგად მოვახერხეთ მეორე ადგილზე გასვლა.
ჩემო ძვირფასო ამომრჩევლებო, ვინც გვერდში მედექით ორი თვის განმავლობაში, მადლობა ყველას ყველაფრისთვის. რაჭველებო, ლეჩხუმლებო და სვანებო, თქვენ გენაცვალეთ! ძალიან ბევრი მეგობარი და გამოცდილება შემძინა თქვენთან ახლობლობამ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ყოველთვის გახსოვდეთ, გყავართ ერთი რიგითი მეგობარი. შეგიძლიათ დამირეკოთ, შემეხმიანოთ ნებისმიერ საქმეზე, სიამოვნებით ვიქნები თქვენს სამსახურში.
რაც შეეხება ჩემს კონკურენტებს.
მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ, სასიამოვნო იყო მყუდრო და შავი პიარების გარეშე მუშაობა მიუხედავად მცირე დარღვევებისა, მაინც კმაყოფილები ვართ არჩევნებით ამ რეგიონში. გამარჯვებულ გოჩა ენუქიძეს ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში.
ბევრი სამუშაო ექნება ბატონ გოჩას, მაგრამ, მე პირადად, რომელმაც შემოვიარე რეგიონი და ვიცი ყველა პრობლემა, მათი თანმიმდევრობა, გვერდში დავუდგები და ხუთივე რაიონის აღორძინებისთვის არ დავიშურებ გამოცდილებას, ძალას და ენერგიას, რათა შეასრულოს ყველა წინასაარჩევნო დაპირება მისიც და ჩვენიც – დანარჩენი კანდიდატების.
ამომრჩევლებს ვთხოვ, არავითარ შემთხვევაში არავის არ დაემდუროთ, თუ გინდათ დავრჩეთ მეგობრებად და ერთმანეთის მხარდამჭერებად ყველა წყენა, მცირედიც კი არ დაიტოვოთ გულში. არცერთი კანდიდატის მხარდამჭერის მიმართ. შემოვიღოთ მთაში არჩევითობის კულტურა და ნელ-ნელა გაყალბებაც დაიკლებს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის! ემზარ-დავით კვიციანი.12.10.2016 წელი სოფელი საყდრიონი!”, – წერს კვიციანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები