საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ყირგიზეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტს ალმაზბეკ ატამბაევს პირისპირ შეხვდება, ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს.
ხვალ კი, 13 ოქტომბერს ალმაზბეკ ატამბაევი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივს მიაგებს და მემორიალს ყვავილებით შეამკობს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ.
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით, ოფიციალური ლანჩი გაიმართება.
ალმაზბეკ ატამბაევი თბილისს მეუღლესთან ერთად ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები