ირაკლი აბუსერიძის შტაბთან ინციდენტი მოხდა

ისანში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბთან ინციდენტი მოხდა.
როგორც შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,  მათ მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრების მხრიდან პროვოკაციული ქმედება განხორციელდა.
“დაახლოებით 22:30 საათზე,  ოფისის მიმდებარედ, კერძოდ სუპერმარკეტთან  გამოჩნდა რამდენიმე პირი, რომლებიც იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. ისინი გამოირჩეოდნენ აგრესიული ქმედებებით, რაც გამოიხატებოდა “ქართული ოცნებისა” და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის, ირაკლი აბუსერიძის მიმართ უცენზურო სიტყვებით, ქვების სროლით. ამას მოჰყვა გამვლელ მოქალაქეებთან შეხლა-შემოხლა. აგრესიულად განწყობილი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები  ამოიცნეს გამვლელმა მოქალაქეებმა. ისინი აღმოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ონიანის შტაბის წევრები”,-ნათქვამია ირაკლი აბუსერიძის საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები