დავით ბერძენიშვილი: 8 ოქტომბერს ყველაზე უფრო დამარცხებული და მიწაზე დანარცხებული ადამიანი მიხეილ სააკაშვილია

8 ოქტომბერს ჰყავს ერთი ყველაზე უფრო დამარცხებული და მიწაზე დანარცხებული ადამიანი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, – ასე შეაფასა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა.
როგორც ბერძენიშვილმა გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის სახელი გამოიყენა, როგორც მმართველმა ხელისუფლებამ, ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ .
„8 ოქტომბერს ჰყავს ერთი ყველაზე უფრო დამარცხებული და მიწაზე დანარცხებული ადამიანი – ეს არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საფრთხობელად გამოიყენა ბიძინა ივანიშვილმა და ასევე ხმების მოსაზიდად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
ის რომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის სარფში ჩამოსვლის დეკლარირებით, ოდესაში ზღვის ფონზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენით, ქალბატონი სანდრას დეკლარირებით – რომ ის გვირაბს გათხრის და ოდესიდან სოლოლაკში შემოვა, მოახდინა „ნაციონალური მოძრაობის“ მოიმედე ამომრჩევლების მობილიზება.
იმის მიუხედავად, რომ აბსოლუტურად ყველასთვის იყო ცნობილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადიოდა მეორე ადგილზე, მან ჯამში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ასე გამოყენებით მიიღო 160 ათასზე მეტი ხმა, ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდა და მიუახლოვდა ნახევარმილიონიან ნიშნულს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები