ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალების“ ამომრჩევლებს რცხვენოდათ, რომ ხმას აძლევდნენ მოძალადეებს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არის.
როგორც „ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ნაცვლიშვილმა აღნიშნა, არჩევნების შედეგები ყველასთვის ნათელი და ცხადია – „საქართველოს ამომრჩეველმა არ ისურვა და არ შეცვალა საკუთარი ხელისუფლება და მას მიანიჭა მაღალი კვორუმით მანდატი.“
„მე არ მაქვს პოლიტიკური კრიზისის მოლოდინი და არანაირი კრიზისი არ არის. ძალიან ბევრ დამკვირვებელს გაუკვირდა, რომ 500 000-მდე ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რამაც განაპირობა „იმედის“ ეგზიტპოლის აცდენა, იყო ის ფაქტი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევდა ის ამომრჩეველი, რომელიც ამას ეგზიტპოლში მალავდა, რაც ჩემი აზრით, სამწუხარო რეალობაა. ის, რომ ამდენი ამომრჩეველი ჰყავს, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მათ რცხვენოდათ, რომ ხმას აძლევდნენ მოძალადეებს.
მთავარი ის არის, რომ რაოდენობა, რომელიც არაბუნებრივად  ჩაითვალა – დიახ ეს რაოდენობა არაბუნებრივია, ამ რაოდენობის ამომრჩევლის გადამუშავების პოლიტიკური რესურსი, ამ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა, ამიტომ არ იყო მოლოდინი.
„ნაცმოძრაობას“ ამდენი ელექტორალური რესურსი არ აქვს, ნახევარი მილიონი ხმა მან მობილიზაციურ, ალარმურ რეჟიმში მიიღო. მიიღო ის, რაც არ ერგებოდა, ვერ შეირგო და ახლა ამოაღებინა – ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე, დეფრაგმენტაცია აქედან მოდის”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები