კამერან მამედოვი ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში და არჩევნების გაყალბებაში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს ადანაშაულებს

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრი (მარნეულში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი)  კამრან მამედოვი ყიზილაჯლოში არჩევნების დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს.
მამედოვი შუღლის გაღვივებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატს, ახმედ იმამყულიევს ადანაშაულებს. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა, რომ არჩევნებს აგებდა და პროვოკაცია მოაწყო.
„მარნეულში პირადად ჩემს ოლქში ნამდვილად იყო გაყალბება. მე პირადად არაფრად მიღირს თანამდებობა იმის ფასად, რომ რაღაც რელიგიური შუღლი წამოვიდეს. ადგილზე იყო შეძახილები – „ბორჩალო, ბორჩალო“, რაც ძალიან ცუდი თემა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ახმედ იმამყულიევის დავალებით და პირადად მისი მონაწილეობით ხდებოდა ეს ყველაფერი, მე „ნაცმოძრაობაში“ ვიყავი და ვიცი, მანდ რაც ხდებოდა, შესაბამისად, ეს სცენარი განმეორდა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცოდა, რომ აგებდა ყიზილაჯლოში არჩევნებს და მოაწყვეს პროვოკაცია.
ჩემს ოლქში არჩევნები გააყალბა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, პირადად აზერ სულეიმანოვმა. მან ფულით იყიდა ხალხი და კომისიაში მოსყიდული ჰყავდა ადამიანები, მან ჩემი ხმები მოიპარა. ხელისუფლებამაც მოიპარა ჩემი ხმები, მე უამრავ ხალხთან მქონდა შეხვედრები და თითო უბანზე სულ 3-4 ხმა მივიღე“, – განაცხადა მამედოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები