ხვალ გახდება ცნობილი ვინ დარჩება პარტია „თავისუფალ დემოკრატებში“

ხვალ, 12 ოქტომბერს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში შიდა კონსულტაციები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, თუ ვინ დარჩება და ვინ დატოვებს პარტიას.
ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ „თავისუფალი დემოკრატები“, გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა, თუმცა ამის შესახებ მათ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.
მოქმედი დეპუტატები – ზურაბ აბაშიძე, ვიქტორ დოლიძე, ირაკლი ჩიქოვანი და გია ცაგარეიშვილი გუშინ ალასანიას განცხადების შემდეგ პარტიაში არავის უნახავს.
რაც შეეხება, „თავისუფალი დემოკრატების“ ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატს, თეიმურაზ გაფრინდაშვილს, იგი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ პარტია გუშინ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა. ალასანიამ თქვა, რომ ის პოლიტიკიდან ცოტა ხნით მიდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები