„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს და პარლამენტშიც შევა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო, რომელიც ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ გაახმაურა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის მძიმე ბრძოლის პირობებში, პარტია მიიღებს მონაწილეობას მეორე ტურში, პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ტრიბუნას, ყველა კანონიერ აქციებს, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს კავშირებს უცხოეთში იმისთვის, რომ საქართველო არ გადაიქცეს ერთპარტიულ ქვეყანად და საქართველოში დარჩეს განსხვავებული აზრი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები