მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სენატორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორს ჯო დონელის და მისი მრჩევლების ჯგუფს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და პერსპექტივებზე, მათ შორის, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღინიშნა მიმდინარე წლის 6 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის განხორციელების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
მინისტრმა სენატორ დონელის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების თაობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებზე.
თავის მხრივ, სენატორმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო ორგანო კვლავ განაგრძობს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები