მარიამ ჯაში ირაკლი შიხიაშვილს მადლობას უხდის

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ირაკლი შიხიაშვილს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. როგორც ჯაშმა„რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა, იმედს გამოთქვამს, რომ ისინი ერთობლივი ძალებით, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გააგრძელებენ სამგორის მოსახლეობისთვის სასარგებლო დიალოგს.
„მადლობა მინდა გადავუხადო მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატს ირაკლი შიხიაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს მიჭერს. ის ყოველთვის აფიქსირებდა „ქართული ოცნების” მიმართ დადებით დამოკიდებულებას. მე იმედი მაქვს, ჩვენი ერთობლივი ძალებით, ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში გავაგრძელებთ დიალოგს, რომელიც იქნება სამგორის მოსახლეობის სასარგებლოდ მიმართული”,-განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები