ობამა: ადამიანი 2030 წლისთვის მარსზე გაფრინდება 

2030 წლისთვის აშშ-ის ხელისუფლება და კერძო კომპანიები მარსზე პილოტირებულ ხომალდს გაუშვებენ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ „სი-ენ-ენს“ განუცხადა.
„ჩვენ 2030 წლისთვის ადამიანი მარსზე უნდა გავაგზავნოთ და დედამიწაზე მშვიდობიანად დავაბრუნოთ“, – აცხადებს ობამა.
მისი თქმით, ამჟამად ტექნოლოგიების შემუშავება მიმდინარეობს, რომელიც ადამიანს იმ პირობებში გადარჩენის საშუალებას მისცემს.
სექტემბრის ბოლოს მარსზე ადამიანის გაგზავნის შესახებ ილონ მასკის კომპანია  “SpaceX”-მა განაცხადა.
მასკის კოსმოსურ ხომალდში 100 ადამიანი გაფრინდება. „წითელ პლანეტამდე“ ფრენის ხანგრძლივობა 80 დღე უნდა იყოს. კომპანია მარსზე პილოტირებული ფრენის შესრულებას 2022 წლისთვის ვარაუდობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები